ხშირად დასმული კითხვები — ZenoFusion FAQ
🔹 FAQ ზოგადი კითხვები
რა არის ZenoFusion?
ZenoFusion არის მრავალენოვანი ციფრული პლატფორმა, სადაც ავტორებს შეუძლიათ შექმნან SEO-ოპტიმიზებული სტატიები ტექნოლოგიებზე, მეცნიერებაზე, თამაშებზე და სხვა თემებზე 12 ენაზე.
ვინ შეიძლება გამოაქვეყნოს სტატიები?
სტატიების გამოქვეყნება შეუძლია ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს, ვისაც სურს ცოდნის გაზიარება.
რომელი ენებია მხარდაჭერილი?
მხარდაჭერილია შემდეგი ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, ჰოლანდიური, ნორვეგიული, შვედური, პოლონური, პორტუგალიური, ებრაული.
🖋 ავტორებისთვის
უნდა ვიყო პროფესიონალი მწერალი?
არა. საკმარისია გქონდეთ სურვილი, წეროთ გასაგებად და აზრიანად. მზად ვართ, გვერდში დაგიდგეთ, თუ სწავლა გსურთ.
შემიძლია ავირჩიო თემა?
დიახ, შეგიძლიათ თავად აირჩიოთ თემა ან ჩაერთოთ სერიულ სტატიებში.
შემიძლია მივიღო შემოსავალი?
ZenoFusion-ზე ავტორებს შეუძლიათ დაამატონ დონაციის ბმული ან კრიპტო-დონაციის მისამართი (მაგ.: USDT TRC20, ERC20, Solana და სხვა.) და მიიღონ მხარდაჭერა უშუალოდ საკუთარ საფულეში. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ბირჟის მისამართი (მაგ.: Binance, Coinbase, OKX, Bybit და ა.შ.). რეკომენდებულია DeFi ტიპის საფულეები, როგორიცაა Trust Wallet, MetaMask, Phantom ან Rabby სადაც მისამართზე სრული კონტროლი გაქვთ.
⚠️ მიუთითეთ მხოლოდ პირადი საფულის მისამართი — ბირჟის მისამართზე თანხა შესაძლოა დაიკარგოს.
🌐 ენა და თარგმნა
როგორ ხდება თარგმნა?
სტატიები ქართული ვერსიიდან სხვა ენებზე პროფესიონალურად ითარგმნება. ავტორებს არ მოეთხოვებათ მრავალენოვანი წერა.
შეიძლება თუ არა თავად შევიტანო ენის ცვლილება?
თუ გაქვთ შესაბამისი ენის ცოდნა, შეგიძლიათ შემოიტანოთ სტატია თქვენს ენაზე და დაასაბუთოთ ცვლილება.
⚙️ ტექნიკური საკითხები
რატომ არ ჩანს ჩემი სტატია Google-ში?
ინდექსაცია ზოგჯერ რამდენიმე დღით ჭიანურდება. ჩვენ ვიყენებთ sitemap.xml-ს და Google Search Console-ს ყველა სუბდომენისთვის.
შეიძლება თუ არა რედაქტირება გამოქვეყნების შემდეგ?
დიახ. შეგიძლიათ დატოვოთ სტატია რედაქტირებადი ან მოგვწეროთ ცვლილების მოთხოვნით.
იმუშავებს თუ არა საიტი ოფლაინ?
დიახ. ჩვენი პლატფორმა მხარს უჭერს PWA ფუნქციას (Progressive Web App), რაც საშუალებას გაძლევთ წაიკითხოთ სტატიები ინტერნეტის გარეშეც.
💰 დონაცია და ფინანსები
როგორ დავამატო დონაციის მისამართი?
პროფილში შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი კრიპტო-მისამართები (TRC20, ERC20, SOL) და ისინი ავტომატურად გამოჩნდება სტატიების ბოლოში.
აიღებს თუ არა საიტი საკომისიოს?
არა. ყველა შემოწირულობა პირდაპირ მიდის ავტორთან.
👤 ანგარიშის მართვა
როგორ შევცვალო პაროლი ან პროფილი?
შესვლის შემდეგ გადადით პროფილის რედაქტორში და განაახლეთ სასურველი ინფორმაცია.
როგორ წავშალო ანგარიში?
შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნა წაშლაზე პროფილიდან ან მოგვწეროთ ადმინისტრაციას.
📬 დაგვრჩა კითხვა უპასუხოდ?
დაგვიკავშირდით
გთხოვთ, გამოიყენეთ უკუკავშირის ფორმა თქვენი შეტყობინებისთვის. ჩვენ ვეცდებით მოგაწოდოთ პასუხი რაც შეიძლება სწრაფად.